ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში დაპატიმრებული ბლოგერებისა და აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ [video]

20 იანვარი, 2019 • 1733
აზერბაიჯანში დაპატიმრებული ბლოგერებისა და აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ [video]

აზერბაიჯანის 3 ათასამდე მოქალაქე ბაქოში აზერბაიჯანის ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების მიერ დევნილი და დაპატიმრებული ოპოზიციონერი,ს მეჰმან ჰუსეინოვისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი, რომელიც 2017 წლიდან დაპატიმრებულია, ახალი ბრალდების წაყენების გამო ორ კვირაზე მეტია შიმშილობს.

დღესვე აზერბაიჯანის შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ ალი ქერიმლის, ოპოზიციის ლიდერის 20-მდე მხარდამჭერი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს, მათგან 15 კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით დააპატიმრეს.

7 იანვარს აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერებმა დაიწყეს შიმშილობა, ლოზუნგით ” თავისუფლება მეჰმან ჰუსეინოვს და სხვა პოლიტპატიმრებს” . მოგვიანებით, 15 იანვარს რვა აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო მეჰმან ჰუსეინოვის სოლიდარობის ნიშნად და ყველა დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით.

ევროპარლამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი და სხვა დაკავებული ჟურნალისტები და აქტვისტები, – ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ 17 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში. რეზოლუციას, სახელწოდებით “მეჰმან ჰუსეინოვის საქმე აზერბაიჯანში”, 17 იანვარს 533-მა პარლამენტარმა მისცა ხმა, 28 კი წინააღმდეგი იყო.

“ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ახალ ბრალდებებს უყენებს იმ პოლიტპატიმრებს, ვისი პატიმრობის ვადებიც მალე იწურება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

საუბარია აფგან მუხთარლიზე, ილკინ რუსტამზადეზე, რაშად რამაზანოვზე, სეიმურ ჰაზიზე, გიას იბრაგიმოვზე, ბაირამ მამედოვზე, არაზ გულიევზე, ტოფიკ ჰასანლიზე, ელგიზ გახრამამოვზე, აფგან სადიგოვსა და სხვებზე.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი უფრო ძლიერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი