ნავთობსადენზე აფეთქების შედეგად მექსიკაში 73 ადამიანი ცოცხლად დაიწვა [ფოტოები]

მექსიკაში ტრაგედიის შედეგებს ამ დრომდე ითვლიან – ნავთობსადენზე მომხდარ აფეთქებასა და ხანძარს, სულ მცირე, 73 ემსხვერპლა, დაახლოებით ამდენივე ადამიანი კი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოებშია მოთავსებული.

როგორც BBC იტყობინება, დაახლოებით, 800 ადამიანმა უკანონოთ გაბურღა ნავთობსადენი, რათა საწვავი უკანონოდ მოეპოვებინა. სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება.

მექსიკის ახალმა პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა კორუფციასა და უკანონო შემოსავლების გაკონტროლების მიზნით, საწვავის ბაზარზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება დაიწყო, რამაც საწვავის დეფიციტი გამოიწვია. შედეგად, მოსახლეობამ საწვავის მოსაპოვებლად ალტერნატიული გზების გამოყენება დაიწყო. თუმცა, ნავთობსადენიდან საწვავის უკანონო მიტაცება ახალი პრაქტიკა არ არის. მაგალითად, საწვავის უკანონო მიტაცების გზით გამოწვეულმა ზარალმა მხოლოდ 2018 წელს 3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

როდესაც 800-მდე ადამიანმა 19 იანვარს იდალგოს შტატში სცადა საწვავის მიტაცება ნავთობსადენიდან, სამართალდამცავები მათთან კონფრონტაციას მოერიდნენ. ადგილობრივები სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ პოლიციას. ისინი მიიჩნევენ, რომ თუ სამხედროები და პოლიციელები იმოქმედებდნენ უფრო მკაცრად, ტრაგედიის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, კრიტიკა არ გაიზიარა მექსიკის პრეზიდენტმა. მისი თქმით, სამხედროები კონფრონტაციაში ვერ შევიდოდნენ ადამიანთა ამ ზომის ჯგუფთან. 70-ზე მეტ ცოცხლად დამწვარ ადამიანს შორის არიან არასრულწლოვნები. გადარჩენილები ჯოჯოხეთურს უწოდებენ მომენტს, როცა ტრაგედია მოხდა და გარშემო ყველაფერი სწრაფად გავრცელებულმა ცეცხლმა შთანთქა. ექსპერტები ამ დრომდე ცდილობენ ადამიანთა იდენტიფიცირებას, თუმცა როგორც ვარაუდობენ, ზოგ შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნება თუნდაც დნმ-ის ანალიზის შედეგად.

აფეთქება ნავთობსადენზე მექსიკაში. 19.01.2018. EPA-EFE/MLA

აფეთქება ნავთობსადენზე მექსიკაში. 19.01.2018. EPA-EFE/MLA ATENCI”N EDITORES CONTENIDO GR¡FICO EXPLÕCITO

აფეთქება ნავთობსადენზე მექსიკაში. 19.01.2018. EPA-EFE/Jorge Dan Lopez

აფეთქება ნავთობსადენზე მექსიკაში. 19.01.2018. EPA-EFE/Jorge Dan Lopez

აფეთქება ნავთობსადენზე მექსიკაში. 19.01.2018. EPA-EFE/OASA

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.