ახალი ამბები

დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

20 იანვარი, 2019 • 1491
დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

“ყაზტრანსგაზის” ორ თანამშრომელს, რომლებიც დიდ დიღომში 16 ნოემბერს მომხდარი აფეთქების საქმეზე არიან დაკავებული, თბილისის საქალაქო სასაამრთლომ დღეს, 20 იანვარს, აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ორივე დაკავებულს ბრალი სსკ–ს 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა. მუხლი გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3–დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

როგორც დაკავებულებმა დღეს გამართულ სხდომაზე თქვეს, მათ დეტალურად შეამოწმეს დიღომში, ავთანდილის 8 ნომერში არსებული საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო, თუმცა სპეციალურმა ხელსაწყომ გაზის გაჟოვა ვერ დააფიქსირა. მათივე თქმით, გაზის სუნი არც ფიზიკურად იგრძნობოდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებულთა მიმალვის, მათ მიერ მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულეებბის განადგურების საფრთხე, რის გამოც აუცილებელი იყო მათთვის პატიმრობის შეფარდება. მოსამართლემ აღნიშნული გაიზიარა.

აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი – ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი, ნათიას და ნინო ციცვიძე, ასევე, ლევან დევლაძე. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, რომელთაგან 6 ბავშვია. ერთი ბავშვის გარდა ყველა დაშავებული რამდენიმე საათში გაწერეს საავადმყოფოდან.

“აფეთქება ბავშვებიანი ოჯახის გვერდით ბინაში მოხდა” – რას ჰყვება მეზობელი

მასალების გადაბეჭდვის წესი