ახალი ამბები

Airbnb ვებგვერდიდან წაშლის სახლებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

19 იანვარი, 2019 • 2885
Airbnb ვებგვერდიდან წაშლის სახლებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

კომპანია Airbnb, რომელიც სახლების გაქირავებაზეა ორიენტირებული, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში – მდებარე სახლების მონაცემებს ვებგვერდიდან წაშლის. ამის შესახებ შესახებ კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ.

Airbnb-ს განცხადებით, დავის საგანს წარმოადგენს საკითხი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კომპანიები სადავო ტერიტორიებთან მიმართებით. კომპანიის თქმით, ის აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და ვებგვერდიდან წაშლის განცხადებებს იმ სახლების გაქირავებასთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მდებარეობს.

“როგორც გლობალური პლატფორმა, რომელიც ოპერირებს 191 ქვეყანასა და რეგიონში და 81 000 ქალაქში, უნდა გავითვალისწინოთ გავლენა, რომელიც გვაქვს და ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით. შესაბამისად, შევიმუშავეთ სტრუქტურა, რათა გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ სადავო ტერიტორიებზე არსებულ შეთავაზებებთან მიმართებით, მათ შორის, ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულადაა აღიარებული და სადაც სახლებს – ჩვენი ბიზნესის საფუძველს – ცენტრალური ადგილი უკავია მიმდინარე დავებისას”, – ვკითხულობთ კომპანიის საიტზე.

Airbnb-ს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის გარდა, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ისრაელის ახალშენებსაც ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი