ახალი ამბები

თბილისში ომის 91 წლის ვეტერანი დააყაჩაღეს

18 იანვარი, 2019 • 1398
თბილისში ომის 91 წლის ვეტერანი დააყაჩაღეს

თბილისში ომის 91 წლის ვეტერანი ორი დღის წინ დააყაჩაღეს. ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.  უწყება ამბობს, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

რაც შეეხება დაზარალებულს, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ვეტერანის მეზობლები ყვებიან, რომ ბინაში უცნობი პირების შეჭრის შემდეგ ვეტერანს მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა და ის ემოციური სტრესის ქვეშ იმყოფებოდა. თავად დაზარალებული ყვება, რომ მას 700 ლარის ოდენობის პენსია წაართვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი