ახალი ამბები

ჩეჩნეთის სასამართლომ გაზპრომს 9 მილიარდი რუბლის ჩამოწერა დაავალა

18 იანვარი, 2019 • 1409
ჩეჩნეთის სასამართლომ გაზპრომს 9 მილიარდი რუბლის ჩამოწერა დაავალა

ჩეჩნეთის სასამართლომ რუსეთის გაზის სახელმწიფო კომპანია გაზპრომს დაავალა, ჩამოუწეროს რესპუბლიკას 9 მილიარდი რუბლის (135.6 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის ვალი.

გამოცემა Moscow Times-ის ცნობით, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობა გავრცელებული პრობლემაა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, რომლის მოსახლეობის 35% ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის.

გაზპრომის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ჩეჩნეთში გაზის მომხმარებლების ვალებმა 14.4 მილიარდი რუბლი შეადგინა.

ჩეჩნეთის პროკურატურამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მოსახლეობას არ შეეძლო დავალიანების მასობრივად გადახდა, რასაც გაზპრომი ითხოვდა;

“მომჩივნის მოთხოვნამ, მასობრივად გადაიხადონ გადასახადები, შექმნა დაძაბულობა საზოგადოებაში, რაც, შესაძლოა, საპროტესტო გამოსვლებში გადაიზარდოს”, – წერია ჩეჩნეთის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსული გამოცემა ინტერფაქსის თანახმად, გაზპრომის შვილობილმა კომპანიამ, “გროზნოს მეჟრეგიონგაზმა”, განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი