ახალი ამბები

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებას მხარი დაუჭირა

18 იანვარი, 2019 • 1766
გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებას მხარი დაუჭირა

დღეს, 18 იანვარს, გერმანიის ბუნდესტაგში გამართულ კენჭისყრაზე საქართველოსა და მაღრიბის ქვეყნების უსაფრთხო წარმოშობის შესახებ კანონპროქტი დაამტკიცეს. კანონპეოქტს 509 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო მის წინააღმდეგ 138-მა მისცა ხმა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კანონპროექტის ძალაში შესვლისათვის ბუნდესრატის (ფედერალური საბჭოს) თანხმობაა აუცილებელი.  შესაბამისად, კანონპროექტი შემდგომი პროცედურისთვის გადაეგზავნება ბუნდესრატს, რომლის სხდომები თვეში ერთხელ იმართება. თუ რომელ მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს ბუნდესრატი აღნიშნულ კანოპროექტზე, ჯერ ცნობილი არ არის.

საგარეო სამქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ კენჭისყრამდე დაგეგმილია ბუნდესრატში პარტიებს შორის შემდგომი კონსულტაციები კანონპროექტზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი