ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის მეწარმეებისთვის საბაჟო კავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის წესები იცვლება

14 ივლისი, 2014 • • 1112
აზერბაიჯანის მეწარმეებისთვის საბაჟო კავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის წესები იცვლება

“მეწარმეები აზერბაიჯანში ვალდებული იქნებიან საბაჟო კავშირის წევრ ქვეყანას საკუთარი გამოჩენის შესახებ წინასწარ აცნობონ [არანაკლებ 2 საათისა]. ცალკეული კატეგორიის პირები [ეკონომიკური ოპერატორები, საბაჟოს წარმომადგენლები, ეკსპედიტორები, საქონლის განკარგვის და მოხმარების უფლების მქონე პირები და სხვა დაინტერესებუი პირები] წარმოადგენენ ცნობებს საქონლის შესახებ არანაკლებ 4 საათისა საქონლის ჩატანამდე. ახალი წესები ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მიერ არის მიღებული,”- წერს გამოცემა.  

 

ევრაზიის საბაჟო კავშირში რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსიაა გაწევრიანებული. კავშირი 2010 წლიდან ფუნქციონირებს.  საბაჟო კავშირის მიზანია, მოკავშირე ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები გამარტივდეს და  საბაჟო განაკვეთებისაგან გათავისუფლდეს. 2012 წლის 1 იანვრიდან ევრაზიის საბაჟო კავშირის ეგიდით ამოქმედდა ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელიც კავშირის წევრ ქვეყნებზე ვრცელდება.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   




მასალების გადაბეჭდვის წესი