ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს აფხაზური ენის ცოდნაში ტესტირება უტარდებათ

14 ივლისი, 2014 • • 1176
აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს აფხაზური ენის ცოდნაში ტესტირება უტარდებათ

ტესტირების მიზანია, დაადგინონ, რამდენად თავისუფლად ფლობს პრეზიდენტობის კანდიდატი სახელმწიფო ენას. 

 

აპსიპრესის ინფორმაციით, ტესტირებას ლინგვისტებისგან შემდგარი 5-კაციანი კომისია ატარებს. 

 

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 24 აგვისტოს უნდა გაიმართოს, კანდიდატურებიწარმოადგინეს პარტია “აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმიდან” რაულ ჯახიმბამ და საინიციატივო ჯგუფებიდან- მერაბ ქიშმარიამ, ბესლან ეშბამ, ლეონიდ ძიაბშპამ და ასლან ბჟანიამ.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი