ახალი ამბები

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

18 იანვარი, 2019 • 1174
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის გამოეთიშა – ის ტურნირის მესამე რაუნდში მსოფლიოს მე-16 ჩოგანთან, სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა, ანგარიშით: 6-3, 3-6, 7-6, 6-4.

20 წლის ბერძენი ჩოგბურთელი ამ გამარჯვებით მსოფლიოს მე-14 ჩოგანი გახდა. სტეფანოს ციციპასი შემდეგ ეტაპზე სავარაუდოდ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.

ციციპასთან მარცხამდე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა კვალიფიკაციიდან აღზევებულ კრისტოფერ ეუბნანკსს და იტალიელ სტეფანო ტრავალიას სძლია.

ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი 1 საფეხურით წინ წაიწევს და მე-19 ადგილზე გადავა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდით კომენტარიც გააკეთა:

რა თქმა უნდა, არ იყო ის შედეგი, რასაც მე და ჩემი გუნდი ველოდით. ამ თამაშმა კარგად დამანახა რა ეტაპზე ვიმყოფები ფსიქოლოგიურად და ზოგადად კორტზე. ვთვლი, რომ დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად კიდევ ბევრი სწორი ნაბიჯია გასავლელი.”

ქართველი ჩოგბურთელი სოფიის ტურნირზე იასპარეზებს, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქში 4 თებერვალს დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი