ახალი ამბები

აბაშიძე: ერგნეთის ბაზრობის ამოქმედება კონფლიქტურ რეგიონს გამოაცოცხლებს

14 ივლისი, 2014 • • 1403
აბაშიძე: ერგნეთის ბაზრობის ამოქმედება კონფლიქტურ რეგიონს გამოაცოცხლებს

ჟურნალისტის კითხვაზე, იმსჯელა თუ არა კარასინთან შეხვედრის დროს ერგნეთის ბაზრობის აღდგენაზე, აბაშიძემ უპასუხა, რომ არა, თუმცა ფიქრობს, რომ ბაზრობის აღდგენა დადებითი მოვლენა იქნება:

 

“ვფიქრობ, რომ საინტერესო ინიციატივაა. თუ ეს გაკეთდება თანამედროვე სტანდარტებით, შეიძლება ეს მომხიბვლელი გახდეს რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის, ოსებისთვის და საერთოდ ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ვაჭრობა. ეს გამოაცოცხლებს რეგიონს ნამდვილად”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართული მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ. 

 

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი