ახალი ამბები

რა დროს დაცინვა და მთაწმინდიდან გამოქანებაა, როცა ერი გლოვობს – ხაბეიშვილი კალაძეს პასუხობს

18 იანვარი, 2019 • 6141
რა დროს დაცინვა და მთაწმინდიდან გამოქანებაა, როცა ერი გლოვობს – ხაბეიშვილი კალაძეს პასუხობს

თბილისის საკრებულოს წევრი ენმ-დან ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძის განცხადებას პასუხობს. თბილისის მერმა ცოტა ხნის წინ მას მთაწმინდიდან, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიიდან “გამოქანება” შესთავაზა.

ხაბეიშვილის თქმით, სამწუხაროა, როდესაც ქალაქის არჩეული მერი დიდ დიღომში აფეთქებიდან და დაზარალებულთა გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მსგავს განცხადებებს აკეთებს.

“ოღონდ მას რამე არ დაბრალდეს, ოღონდ მასზე ვინმემ რამე ცუდი არ თქვას, [კალაძე] მზად არის სხვას შეაწმინდოს ხელი, გაიხსენოს ყოფილი მთავრობა და 2009 წელს მიღებული კანონი. გადააბრალოს წინა ხელისუფლებას, მათ შორის, საკუთარ ხელისუფლებას და ა.შ. კალაძის მთავარი ამოცანა არის, ოღონდ მასზე ვინმემ რამე ცუდი არ თქვას და თუ იტყვის, ამ შემთხვევაში შეუძლია გალანძღოს და აგინოს

რა დროს იუმორია, რა დროს დაცინვაა და რა დროს მთაწმინდიდან გამოქანებაა, მგლოვიარეა სრულიად ერი და ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოება პასუხისმგებლიანი მერის პასუხს ისმენდეს.. სამწუხაროდ, ამას მოისმენს მთელი ქართველი ხალხი და ვწუხვარ, ასეთი უტიფარი, გაუნათლებელი, გაურკველელი ინტეელექტისა და წარმომავლობის მერის გამო, რომელსაც პასუხიმგებლობა არ გააჩნია და ნებისმიერ საკითხზე შეუძლია ასე იღლიცინოს,” – ამბობს ხებეიშვილი ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას

მისივე თქმით, ამ განცხადების გამო კალაძეს სასამართლოში არ უჩივლებს, თუმცა მოუწოდებს თბილისის მერს, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.

ვრცლად:

კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან “გამოქანებას” სთავაზობს

მასალების გადაბეჭდვის წესი