ბახტაძე: დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ 16 იანვარს დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი პირი დააკავეს.

ეს განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ ბრიფინგზე გააკეთა. პრემიერ-მინისტრს არ უსაუბრია, ვინ არიან დაკავებული პირები.


“ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია.

ძლიერი აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.