ახალი ამბები

“იუმორი არის ყოველთვის კარგი” – ბახტაძე მთაწმინდიდან გამოქანებაზე კალაძის განცხადებაზე

18 იანვარი, 2019 • 3674
“იუმორი არის ყოველთვის კარგი” – ბახტაძე მთაწმინდიდან გამოქანებაზე კალაძის განცხადებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იუმორად აფასებს კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას ლევან ხაბეიშვილის მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილის ჰოლანდიიდან გამოქანების შესახებ. ბახტაძეს კითხვა კალაძის განცხადების ეთიკურობის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა დაუსვეს.

“კახას სიტყვები არის არაეთიკური? ამის თქმა გსურთ, რომ კახას სიტყვები არის არაეთიკური… ეს კითხვაც კი თქვენს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს”, – უპასუხა ბახტაძემ ჟურნალისტს და განაგრძო:

“ყველაზე ცუდი დასამახსოვრებლად, რაც ჩვენ უკანასკნელ არჩევნებში გვქონდა, ეს, რა თქმა უნდა, სიძულვილის ენა იყო და ეს მიუღებელია. სამწუხაროდ, ამ სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინ იყო, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია, მათ შორის კახას პოზიცია, ყოველთვის იყო, არის და მუდამ იქნება, რომ ეს არის მიუღებელი.  სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების დიდი ნაწილი განაგრძობს იგივე რეჟიმში ცხოვრებას. რატომ? იმიტომ, რომ ეს მათი ცხოვრებისეული ფასეულობაა. ამასთან ერთად არსებობს იუმორი და იუმორი არის ყოველთვის კარგი”, – განაცხადა ბახტაძემ.

ამავე თემაზე

კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან “გამოქანებას” სთავაზობს

მასალების გადაბეჭდვის წესი