ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროპარლამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან აქტივისტთა გათავისუფლებას მოითხოვს

18 იანვარი, 2019 • 1511
ევროპარლამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან აქტივისტთა გათავისუფლებას მოითხოვს

ევროპარლამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი და სხვა დაკავებული ჟურნალისტები და აქტვისტები, – ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ 17 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში.

რეზოლუციას, სახელწოდებით “მეჰმან ჰუსეინოვის საქმე აზერბაიჯანში”, 17 იანვარს 533-მა პარლამენტარმა მისცა ხმა, 28 კი წინააღმდეგი იყო.

“ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ახალ ბრალდებებს უყენებს იმ პოლიტპატიმრებს, ვისი პატიმრობის ვადებიც მალე იწურება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

საუბარია აფგან მუხთარლიზე, ილკინ რუსტამზადეზე, რაშად რამაზანოვზე, სეიმურ ჰაზიზე, გიას იბრაგიმოვზე, ბაირამ მამედოვზე, არაზ გულიევზე, ტოფიკ ჰასანლიზე, ელგიზ გახრამამოვზე, აფგან სადიგოვსა და სხვებზე.

7 იანვარს ოპოზიციონერებმა აზერბაიჯანში დაიწყეს შიმშილობა, ლოზუნგით ” თავისუფლება მეჰმან ჰუსეინოვს და სხვა პოლიტპატიმრებს” . მოგვიანებით, 15 იანვარს რვა აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო მეჰმან ჰუსეინოვის სოლიდარობის ნიშნად და ყველა დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით.

რეზოლუციის ავტორებმა აქვე გააკრიტიკეს აზერბაიჯანში გამოხატვის თავისუფლების კუთხით შექმნილი სიტუაცია და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ World Press Freedom 2018 -ის ინდექსში აზერბაიჯანს 180-დან 163-ე ადგილი უკავია.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე გამოყოფილია ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ადვოკატთა დაცვის გარანტიების საკითხები.

დოკუმენტის ავტორების განცხადებით, “ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობის შესახებ ახლი შეთანხმება უნდა მოიცავდეს დემოკრატიულ, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებს.

ევროპარლამენტი ევროსაბჭოს მაღალჩინოსნებისგან დაჟინებით მოითხოვს, გამოხატონ აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე საჯარო შეშფოთება და მოუწოდონ წევრ სახელმწიფოებს, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანის უფლებებს მხარი დაუჭირონ.

ასევე ევროპარლამენტმა შეშფოთება გამოხატა ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას მიმართ სისხლის სამართლის ახალი საქმეები დაწყების გამო და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, დასრულდეს მისი დევნა და დაშინება.

დოკუმენტი მოიცავს ევროკომიიის მიმართ მოწოდებასაც, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების საკითხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი