ახალი ამბები

საფრანგეთის ლიონის უნივერსიტეტში ძლიერი აფეთქება მოხდა, გაჩნდა ხანძარიც

17 იანვარი, 2019 • 4324
საფრანგეთის ლიონის უნივერსიტეტში ძლიერი აფეთქება მოხდა, გაჩნდა ხანძარიც

საფრანგეთში, ლიონის უნივერსიტეტის სამეცნიერო კამპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

გამოცემის ცნობით, აფეთქება შენობის სახურავზე, დღეს, 17 იანვარს, სამშენებლო სამუშაოებისას მოხდა და “შემთხვევითი” იყო. ადგილზე გაჩნდა ხანძარიც.

ლიონის უნივერსიტეტი ცენტრალური საფრანგეთის ქალაქ ვილერბანში მდებარეობს.  ქალაქის ხელმძღვანელობამ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანეს. ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ.

კადრებზე, რომელიც სოციალურ მედიაში ვრცელდება, ძლიერი აფეთქებაა აღბეჭდილი მას შემდეგ, რაც შენობის სახურავზე ცეცხლი უკვე მოდებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი