ახალი ამბები

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს უსამძიმრებს

17 იანვარი, 2019 • 3392
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს უსამძიმრებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს უსამძიმრებს. დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას მინისტრი თვითერზე გავრცელებული განცხადებით ეხმიანება.

“მთელი გულით თანავუგრძნობთ ქართველ ხალხს თბილისში მომხდარი გაზის სასიკვდილო აფეთქების გამო. ვუსამძიმრებთ  გარდაცვლილთა ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,” – წერს ლინას ლინკევიჩუსი.

 

აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, რომელთაგან 6 ბავშვია. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძნობს, დანარჩენი პაციენტები ექიმებმა სახლში გაწერეს.

დაზარალებულთათვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 37 45 31

საცხოვრებელი კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

მასალების გადაბეჭდვის წესი