ახალი ამბები

იაშვილის კლინიკიდან 5 ბავშვი გაწერეს, ერთი რეანიმაციაში რჩება

17 იანვარი, 2019 • 1739
იაშვილის კლინიკიდან 5 ბავშვი გაწერეს, ერთი რეანიმაციაში რჩება

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი იაშვილის კლინიკაში კვლავ რეანიმაციის განყოფილებაში რჩევა. ნეტგაზეთს საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათივე ინფორმაციით, კლინიკაში სულ 6 ბავშვი იმყოფებოდა, მათგან ხუთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, რომელთაგან 6 ბავშვია. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

საცხოვრებელი კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი