ახალი ამბები

დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის 4 ბავშვია – სერგეენკო

16 იანვარი, 2019 • 1216
დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის 4 ბავშვია – სერგეენკო

განახლება 22:05-ზე – თავდაპირველად ნიუსში აღნიშნული იყო, რომ დაშავებულია სამი ბავშვი. მოგვიანებით, ინფორმაცია დაზუსტდა.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, თბილისში, დიდ დიღომში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის არის ოთხი ბავშვი. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, 3 ბავშვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, ერთის კი, უფრო მძიმე. გარდა ამისა, დაშავებულია ერთი სრულწლოვანი.

დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას 20:30 საათზე ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა გაზის კომპანიის წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 3 ადამიანი, არიან დაშავებულები.

საცხოვრებელი კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია. ტერიტორია პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული.

ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს ადგილიდან შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი