ახალი ამბებირეკლამა

ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ საბანკო ბარათით ავტომატურად შეივსონ ბალანსი

16 იანვარი, 2019 • 1936
ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ საბანკო ბარათით  ავტომატურად შეივსონ ბალანსი

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი, ბილაინის აბონენტებს სთავაზობს  ავტომატური გადახდების მომსახურებას, ბილაინის აპლიკაციაში და ბილაინის ვებგვერდზეც – პირად კაბინეტში.

ხსენებული მომსახურება აბონენტს საშუალებას აძლევს საბანკო ბარათით ავტომატურად შეივსოს მობილურის ბალანსი, როდესაც ის აღწევს მომხმარებლის მიერ მითითებულ მინიმალურ ნიშნულს. ავტომატური გადახდის გამოყენება ასევე შესაძლებელია: ტარიფისა და პაკეტის გაგრძელებისთვის, ბილაინ კრედიტის და განვადების დასაფარად.

MyBeeline აპლიკაციისა და ბილაინის ვებგვერდის მეშვეობით, ბილაინის აბონენტი იღებს სრულფასოვან თვითმომსახურებას, მათ შორის შეუძლია: ჩარიცხოს თანხა, ჩართოს მომსახურებები და ტარიფები, შეამოწმოს ბალანსი და მომსახურების სტატუსი, დეტალურად იხილოს ხარჯები და სხვა. კომპანია მუდმივად ავითარებს ციფრულ მიმართულებას და ბილაინის აბონენტებს სთავაზობს თანამედროვე პროდუქტებს, რომლებიც მაქსიმალურად უმარტივებენ და ხელმისაწვდომს ხდიან მომსახურების მიღებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge

[yellow_box]შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ[/yellow_box]

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი