ახალი ამბები

მარველმა Spider Man-ის პირველი თიზერი გაავრცელა [ვიდეო]

15 იანვარი, 2019 • 1531
მარველმა Spider Man-ის პირველი თიზერი გაავრცელა [ვიდეო]

მარველმა Spider Man Far From Home-ის პირველი თიზერი გაავრცელა და ფილმის პრემიერის თარიღი გაასაჯაროა.

როგორც თიზერიდან ირკვევა,  კინოეკრანებზე Spider Man-ის ახალი ფილმი 5 ივლისს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც 23 აპრილს შურისმაძიებლების ახალი ფილმის, Endgame-ის პრემიერა შედგება.

როგორც თიზერიდან ირკვევა, მარველის კინოსამყაროში არამხოლოდ პიტერ პარკერი, არამედ ნიკ ფიურიც ბრუნდება, რომლებიც უსასრულობის ომში თანოსის ქმედებებს შეეწირნენ.

თიზერში ასევე პირველად ვხედავთ პიტერ პარკერის განახლებულ ფორმას და ჯეიკ ჯილენჰოლს მისტერიოს როლში.

მასალების გადაბეჭდვის წესი