ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

15 იანვარი, 2019 • 830
გორის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძევერასთან მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ში ამბობენ, რომ შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. მათივე ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლებრივი კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი