ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე დივერსიულ-დაზვერვითი მისიით შეღწვას ცდილობდა

11 ივლისი, 2014 • • 2009
ყარაბაღში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე დივერსიულ-დაზვერვითი მისიით შეღწვას ცდილობდა

ინფორმაციას karabakh.open.info ავრცელებს.

 

გამოცემის თანახმად, ყარაბაღის თავდაცვის უწყების დივერსიულ-დაზვერვითი ნაწილების მიერ მოწინააღმდეგეთა ჯგუფი დროულად იყო აღმოჩენილი.

 

“რამდენიმე ადამიანი ტყვედ აიყვანეს, ნაწილი კი გაქცეულია. სომხური მხრიდან დაზარალებულები არ არიან.”


აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

 

1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

 

 ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი