ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში კრიმინოგენული ვითარების გამო ჩინოვნიკებს ზომების მიღება დაავალეს

11 ივლისი, 2014 • • 1606
გალში კრიმინოგენული ვითარების გამო ჩინოვნიკებს ზომების მიღება დაავალეს

ინფორმაციას აპსნიპრესი ავრცლებს.

 

სხდომაზე მოწვეული იყო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვლდიმირ დელბა, უშიშრობის საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ გარცკია, მისი მოადგილე ეშსოუ კაკალია, გენერალური პროკურორი ზურაბ აგუმავა, შინაგან საქმეთა მინისტრი რაულ ლოლუა, სახელწმიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდრომარის მოადგილე ზურაბ მარგანია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ასტამურ ტანია. 

 

“ვალერი ბგანბამ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს შესაბამისი ზომების მიღება დაავალა, რათა გალის რაიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია არ დაუშვან,”-ავრცელებს განცხადებას პრეზიდენტის საინფორმაციო სამსახური. 

 

გალის რაიონში კრმინოგენული ვითარების შესახებ ნეტგაზეთთან გალში მცხოვრები ჟურნალისტი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილიც საუბრობენ.


გალის რაიონი: ფოტო: http://abkhazia-apsny.ru/
გალის რაიონი: ფოტო: http://abkhazia-apsny.ru/


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი