ახალი ამბები

ბერბუკში გარდაცვლილ 10 თვის ბავშვს H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა

14 იანვარი, 2019 • 1777
ბერბუკში გარდაცვლილ 10 თვის ბავშვს H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა

H1N1 ვირუსით 10 თვის ბავშვი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში მოხდა.

მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის გარდაცვალებაზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილს H1N1 ვირუსის გარდა ინფექციური დაავადება წითელა ჰქონდა.

2018-19 წლის გრიპის სეზონზე H1N1 ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო კვირის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე ავადობის 253 შემთხვევა ფიქსირდება, რაც ეპიდემიის მაჩვენებლის (450-500) დაახლოებით ნახევარია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი