ახალი ამბები

2018 წელს ექსპორტი 22.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

14 იანვარი, 2019 • 835
2018 წელს ექსპორტი 22.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 484.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17.0 პროცენტით მეტია. ამ ინფორმაციას საქსტატის აქვეყნებს.

აქედან, საქსტატის ცნბით, ექსპორტი 3 362.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (22.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი -9 122.3 მლნ. აშშ დოლარი (14.9 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წელს 5 760.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტი შეადგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი