ახალი ამბები

არქეოლოგებმა სოფელ ჭობარეთთან ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი აღმოაჩინეს

10 ივლისი, 2014 • • 3065
არქეოლოგებმა სოფელ ჭობარეთთან ადრე ბრინჯაოს ხანის  ნამოსახლარი აღმოაჩინეს

ტერიტორიაზე დაფიქსირებულია ამავე პერიოდის სამარხი, რომლის გაწმენდითი სამუშაოები ექსპედიციის დასრულებამდე განხორციელდება. 

ჭობარეთში კვლევითი-არქეოლოგიური სამუშაოები ეროვნული მუზეუმისა და მელბურნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ექსპედიციის მიერ, არქელოგების კახი კახიანისა და ანტონიო საგონას ხელმძღვანელობით ხორციელდება. 

არქეოლოგემა ამ დროისთვის უკვე გამოავლინეს მტკვარ არაქსის კულტურისთვის დამახასიათებელი დიდი რაოდენობის, მრავალფეროვანი თიხის ჭურჭელი, ქვის უძველესი ხელსაფქვავები და ლითონის ჩამოსასხმელი თიხის ყალიბი. 
ხვალ ჭობარეთში გაემგზავრებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე შეაფასებენ საერთაშორისო არქეოლოგირი ექსპედიციის მონაპოვარს. 

სო­ფე­ლი ჭო­ბა­რე­თი სამ­ცხე-­ჯა­ვა­ხეთ­ში, ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს.

 

ად­რე ბ­რინ­ჯა­ოს ხა­ნის ნა­სახ­ლა­რი 2009 წელს, გაზ­სა­დე­ნის გაყ­ვა­ნის დროს აღ­მოჩ­ნდა, ქრის­ტე­შო­ბამ­დე 3500-3000 წლის წი­ნან­დე­ლი ნა­სახ­ლა­რის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა მუ­ზე­უმ­მა და მელ­ბურ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ერ­თობ­ლი­ვად და­იწყ­ეს.

 

არ­ქე­ოლო­გი კახა კახიანის შეფასებით, აღ­მო­ჩე­ნი­ლია ქვის სა­ბეჭ­და­ვი, ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხუ­თი ათა­სი წლის წინ მე­სო­პო­ტა­მი­ი­დან, ქა­ლაქ ურუ­ქი­დან უნ­და იყოს შე­მო­ტა­ნი­ლი.

ასპინძა
ასპინძა

მასალების გადაბეჭდვის წესი