პარიზში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში

12 იანვარს პარიზში ერთ-ერთ საცხობში მომხდარი აფეთქების შედეგად ყველაზე ცოტა, 4 ადამიანი გარდაიცვალა და ათობით დაშავდა.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ იყო დაღუპული, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ, ყველაზე ცოტა, 4 ადამიანია მკვდარი, მათ შორის ორი მეხანძრე.

ალ ჯაზირას თანახმად, 36 დაშავებულიდან 12 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

შაბათ დილას მომხდარი აფეთქების მიზეზად, “გარდიანის” თანახმად, სახელდება გაზის გაჟონვა.

აფეთქება წინ უსწრებდა 12 იანვარს “ყვითელჟილეტიანების” დაგეგმილ დემონსტრაციას, რომლის გამოც ქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com