ახალი ამბები

ზურაბიშვილის თქმით, მზადაა თავისი ხელფასი საქველმოქმედო ფონდში გადარიცხოს

11 იანვარი, 2019 • 2328
ზურაბიშვილის თქმით, მზადაა თავისი ხელფასი საქველმოქმედო ფონდში გადარიცხოს

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მუშაობს კერძო საწყისებზე საქველმოქმედო ფონდის ჩამოყალიბებაზე, რომელმაც ერთგვარად უნდა ჩაანაცვლოს გაუქმებული პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახალი ფონდის იურიდიულ სტატუსზე ადმინისტრაციაში ჯერ ისევ მუშაობენ. მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა ფონდში გადარიცხოს თავისი ხელფასი, რომელიც მას პრეზიდენტის თანამდებობაზე ეკუთვნის.

ზურაბიშვილის თქმით, ის უკვე იღებს დაგროვებით პენსიას საფრანგეთში და ეს თანხა მისთვის სრულიად საკმარისია.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2019 წლიდან გაუქმდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი