ახალი ამბები

ავსტრალიაში, სახლის აუზში, ტკიპებისგან დაუძლურებული პითონი იპოვეს

11 იანვარი, 2019 • 7084
ავსტრალიაში, სახლის აუზში, ტკიპებისგან დაუძლურებული პითონი იპოვეს

გველების დამჭერმა კომპანიამ ავსტრალიაში, ერთ-ერთი სახლის აუზში, დაუძლურებული პითონი იპოვა. როგორც კომპანია Gold Coast and Brisbane Snake Catcher ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, ქვეწარმავლის სხეული თითქმის მთლიანად იყო დაფარული ტკიპებით.

სპეციალისტებმა პითონი სასწრაფოდ გადაიყვანეს ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში აცლიდნენ ტკიბებს. ჯამში, ქვეწარმავალს 500-ზე მეტი დიდი ზომის ტკიპა მოაცილეს.

როგორც ვეტერინარები ამბობენ, პითონი იყო დაავადებული და დარღვეული ჰქონდა სხეულის თერმორეგულაცია, რის გამოც პარაზიტებმა ადვილად შეძლეს მისი დაუძლურება.

“26 წელია გველებს ვიჭერ და მსგავსი რამ არ მინახავს”, – წერს კომპანიის წარმომადგენელი. კომპანიის განცხადებით, გველმა გამოჯანმრთელება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი