ახალი ამბები

GPC 11 იანვრიდან თბილისში 1500 ადამიანს გრიპის ვაქცინას უფასოდ გაუკეთებს

10 იანვარი, 2019 • 4425
GPC 11 იანვრიდან თბილისში 1500 ადამიანს გრიპის ვაქცინას უფასოდ გაუკეთებს

გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების გამო აფთიაქი GPC პრევენციის მიზნით კომპანიის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ რაოდენობას – 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის.

როგორც აფთიაქი აცხადებს, 11 იანვრიდან გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება ექსპრეს კლინიკებში შემდეგ 3 მისამართზე და გაგრძელდება მარაგის სრულ ამოწურვამდე:

  • პეკინის #23/25 (10:00 – 20:00 საათებში);
  • ვაჟა ფშაველას #71 (10:00 – 20:00 საათებში);
  • ჭავჭავაძის #24 (10:00 – 20:00 საათებში).

გრიპის ვირუსით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში 13 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვალება გამოწვეული იყო ზოგ შემთხვევაში დაგვიანებული, ზოგ შემთხვევაში კი, თანმდევი მძიმე დაავადებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი