“ასეთი პოზიციებით გუნდში ერთად ვერ დავრჩებით” – ვოლსკი შიდა დაპირისპირებაზე

“ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა გუნდის შიგნით არსებული დაპირისპირების კომენტირებისას.

დღეს პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ ეკა ბესელია გუნდისა და გუნდურობის წინააღმდეგ წავიდა.

როგორი ფორმით მოხდება ეკა ბესელიასა და “ქართული ოცნების” დაშორება, გია ვოლსკის თქმით, ამას მომავალი აჩვენებს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მხარეებმა პოზიციების დაახლოება შეძლონ

“როგორი ფორმით მოხდება დაცილება, ამას მომავალი გვიჩვენებს და საერთოდ მოხდება თუ არა. მე ძალიან სკეპტიკური ვარ ამის მიმართ, მაგრამ, შესაძლოა, რაღაც პოზიციებიც დავაახლოვოთ, უკეთ გავერკვეთ შექმნილ სიტუაციაში”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე

ბესელია წავიდა გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ – ივანიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com