ახალი ამბები

H1N1 ვირუსით ინფიცირებული 22 წლის ქალი გარდაიცვალა

10 იანვარი, 2019 • 2033
H1N1 ვირუსით ინფიცირებული 22 წლის ქალი გარდაიცვალა

გარდაიცვალა 22 წლის ქალი, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურებული  მონაცემებით, გრიპის H1N1 ვირუსით იყო ინფიცირებული.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სადაც ასევე აღნიშნეს, რომ ინფექციასთან ერთად მას ასევე აღმოაჩნდა “საკმაოდ მძიმე დაავდება”. თუმცა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა დაავადებაზეა საუბარი, რადგან ეს წარმოადგენს პაციენტის პირად ინფორმაციას.

სამინისტროს ცნობით, 22 წლის ქალი 2 იანვარს შეიყვანეს ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალში ზედა სასუნთქი გზების ინფექციით, სადაც დაუდგინეს სხვა მძიმე დაავადებაც  და იმავე დღეს გადმოიყვანეს თბილისში. ქალი 9 იანვარს, გვიან საღამოს დაიღუპა.

13 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, რომლებსაც ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით,  H1N1 ვირუსი აღმოაჩნდათ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველა მათგანს ჰქონდა თანმხლები დაავადებები.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 21 იანვრამდე გაახანგრძლივა.  ზამთრის არდადაგები 21 იანვრამდე გახანგრძლივდა თბილისის ბაგა-ბაღებშიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი