თიბისის აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე ერთ დღეში 5.38%-ით შემცირდა

თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ დღეში 5.38%-ით შემცირდა. თუ ვაჭრობის დასაწყისში თიბისის ერთი აქციის ღირებულება 15 ფუნტი (1500 პენსი) იყო, ამჟამად ეს თანხა 14.08 ფუნტია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულების ყველაზე დაბალი ნიშნული 24 დეკემბერს დაფიქსირდა: 13.5 ფუნტი. 2019 წლის იანვრის დასაწყისში ფასი კვლავ გაიზარდა და 15.28 ფუნტამდე ავიდა, დღეს კი ისევ დაიკლო.

ამჟამად თიბისი ბანკის ჯგუფის ჯამური ღირებულება 760 320 000 ფუნტია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავარი პროკურატურა თიბისი ბანკში ფულის გათეთრების შესაძლო საქმეს იძიებს, ეროვნულმა ბანკმა კი თიბისი 1 მილიონი ლარით დააჯარიმა. თიბისი ბრალდებებს უარყოფს და სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. ინფორმაცია თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ საერთაშორისო მედიაშიც გავრცელდა.

TBC-ის საქმეზე გამოძიება ფინანსური მონიტორინგის ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო – პროკურატურა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com