ახალი ამბებისაზოგადოება

2018 წლის სესიების TOP გამცდენი და დამსწრები დეპუტატები პარლამენტში

9 იანვარი, 2019 • 3248
2018 წლის სესიების TOP გამცდენი და დამსწრები დეპუტატები პარლამენტში

2018 წლის (7 თებერვალი – 20 დეკემბერი) განმავლობაში პარლამენტის ყველაზე მეტი პლენარული სხდომა ოპოზიციონერმა კობა ნაყოფიამ გააცდინა, ამ პერიოდში ჩატარებული 47 სხდომიდან ნაყოფია არცერთს დასწრებია, თუმცა ყველა მათგანი საპატიო მიზეზით გააცდინა. ამას მოწმობს საჯარო ინფორმაცია, რომელიც ნეტგაზეთმა პარლამენტისაგან მიიღო.

2018 წლის TOP 10 გამცდენი დეპუტატი პარლამენტში

კობა ნაყოფია – 47-დან არცერთ პლენარულ სხდომაზე ყოფილა (საპატიო გაცდენა – 47)

აზერ სულეიმანოვი – 47-დან დაესწრო 1 სხდომას (საპატიო გაცდენა – 46)

გიორგი ღვინიაშვილი – 47-დან დაესწრო 1 სხდომას (საპატიო გაცდენა – 38)

ნიკა მელია – 47-დან დაესწრო 2 სხდომას (საპატიო გაცდენა – 45)

გიორგი ტუღუში – 47-დან დაესწრო 2 სხდომას (საპატიო გაცდენა 37)

რამაზ ნიკოლაიშვილი – 47-დან დაესწრო 2 სხდომას (საპატიო გაცდენა – 37)

ბოკუჩავა თინა – 47-დან დაესწრო 5 სხდომას (საპატიო გაცდენა – 42)

გიგი წერეთელი – 47-დან დაესწრო 6 სხდომას (საპატიო გაცდენა – 37)

ირაკლი ხახუბია – 47-დან დაესწრო 6 სხდომას (საპატიო გაცდენა – 40)

ზაზა კედელაშვილი – 47-დან დაესწრო 7 სხდომას (საპატიო გაცდენა – 30)

დეპუტატები, რომელთაც 10 ან მეტი არასაპატიო გაცდენა აქვთ

კახა ოქრიაშვილი – 12 არასაპატიო გაცდენა

ელგუჯა გოცირიძე – 11 არასაპატიო გაცდენა

თეიმურაზ კოხრეიძე – 11 არასაპატიო გაცდენა

სამველ მანუკიანი – 11 არასაპატიო გაცდენა

დავით ჭიჭინაძე – 10 არასაპატიო გაცდენა

გრიგოლ მიქელაძე – 10 არასაპატიო გაცდენა

საველან მირზოევი – 10 არასაპატიო გაცდენა

ზაზა კედელაშვილი – 10 არასაპატიო გაცდენა

TOP 11 დეპუტატი ყველაზე მეტი დასწრებით

იოსებ მაკრახიძე – ყველა სხდომას დაესწრო

სულხან მახათაძე – ყველა სხდომას დაესწრო

მირიან წიკლაური – ყველა სხდომას დაესწრო

ალექსანდრე ერქვანია – ყველა სხდომას დაესწრო

გიგა ბუკია – 47-დან დაესწრო 46 სხდომას (საპატიო გაცდენა – 1)

შალვა კიკნაველიძე – 47-დან დაესწრო 46 სხდომას (საპატიო გაცდენა – 1)

კობა ლურსმანაშვილი – 47-დან დაესწრო 46 სხდომას (საპატიო გაცდენა – 1)

გენადი მარგველაშვილი – 47-დან დაესწრო 46 სხდომას (საპატიო გაცდენა – 1)

სიმონ ნოზაძე – 47-დან დაესწრო 46 სხდომას (საპატიო გაცდენა – 1)

ზაზა ხუციშვილი – 47-დან დაესწრო 46 სხდომას (საპატიო გაცდენა – 1)

მუხრან ვახტანგაძე – 47-დან დაესწრო 46 სხდომას (საპატიო გაცდენა – 0)

გაეცანით პარლამენტისაგან მიღებულ დოკუმენტს სრულად:

მასალების გადაბეჭდვის წესი