საზედამხედველო ღონისძიებები საჯარო არ არის და დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ – სებ-ი TBC-ის საქმეზე

საქართველოს ეროვნული ბანკი “თიბისი ბანკის” საქმეზე კომენტარს აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები ამ შემთხვევაშიც არ არის საჯარო და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“საქართველოს ეროვნული ბანკი, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მუდმივ ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებს, მათ შორის “თიბისი ბანკს”. კანონმდებლობის თანახმად, ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები, როგორც ამ კონკრეტულ, ასევე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის საჯარო და, შესაბამისად, უფლებამოსილი არ ვართ დეტალებზე ვისაუბროთ”, – აცხადებს სებ-ი.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “თიბისი ბანკი” ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივსა და ლიმიტს.

“მიმდინარე საგამოძიებო პროცესი, ასევე, ბანკთან დაკავშირებული პირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, გავლენას არ მოახდენს თავად ბანკის ფუნქციონირებაზე”, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ამავე თემაზე:

თიბისი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა 1 მილიონით დააჯარიმა

TBC-ის საქმეზე გამოძიება ფინანსური მონიტორინგის ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო – პროკურატურა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი