ახალი ამბები

თოვლის გამო ფასანაური-გუდაურის მიმართულებით შეზღუდვები ამოქმედდა

9 იანვარი, 2019 • 1865
თოვლის გამო ფასანაური-გუდაურის მიმართულებით შეზღუდვები ამოქმედდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო შეზღდუვები ამოქმედდა გუდაურის გზის მიმართულებით.

კერძოდ, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობითმლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციოელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ამასთანავე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობითგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო, შენარჩუნებულია ზვავსაშიშროების რეჟიმირის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობსგზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი