ახალი ამბები

საეჭვო დრონის გამო ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა რეისები შეაჩერა

8 იანვარი, 2019 • 1498
საეჭვო დრონის გამო ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა რეისები შეაჩერა

ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა ფრენები შეაჩერა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, აეროპორტის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ლონდონის ყველაზე დატვირთულ აეროპორტთან დრონის ფრენა შენიშნა.

“ვაცხადებთ, რომ დრონი თვალთვალს ახორციელებს ჰიტროუს აეროპორტზე. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ჩვენ შევაჩერეთ გამგზავრებები, სანამ პოლიციასთან ერთად საქმის ვითარებას ვიძიებთ”, – განაცხადა ჰითროუს აეროპორტის პრესსპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არა არის, როდესაც ლონდონის აეროპორტები დრონის გამო რეისებს აჩერებენ. გასულ თვეში მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა გეთვიკის აეროპორტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი