საქართველოს მთავარ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი “თიბისი ბანკიდან” გამოთხოვილ და ამოღებულ დოკუმენტაციას სწავლობს.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, დეტალებს გამოძიების შესახებ, უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, – აცხადებს პროკურატურა.
“თიბისი ბანკში” ამბობენ, რომ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით გაავრცელებენ და ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.