თბილისში პატრულის თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, ინციდენტის დროს პატრულის თანამშრომელი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, 7 იანვარს მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პატრულ ინსპექტორი საავადმყოფოში მკურნალობს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების შეფასებით სტაბილურია. სამართალდამცველების მიერ მომხდარ ფაქტზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები”, – აცხადებენ შსს-ში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com