ახალი ამბები

გრიპის ვირუსის შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით შემცირებულია – NCDC

8 იანვარი, 2019 • 1816
გრიპის ვირუსის შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით შემცირებულია – NCDC

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, H1N1 ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, თითქმის ყველა შემთხვევაში, გრიპის ვირუსის პარალელურად, ადგილი ჰქონდა სხვა თანმდევ ქრონიკულ დაავადებას, რამაც მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.

ბოლო კვირის მონაცემებით, დაავადების შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 256-ია,  გასულ კვირას 276 იყო. დაავადების ინციდენტობა (შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტით, ყოველკვიურეულად ითვლება. ეპიდემიის ზღვრად საქართველოსთვის 100 000 მოსახლეზე 450-500 შემთხვევა მიიჩნევა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სასწავლო პროცესის გადადების შესახებ რეკომენდაციით ჯანდაცვის უწყება განათლების სამინისტროს იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ კლების ტენდენცია არ შენარჩუნდება და ავადობის შემთხვევები გაიზრდება, თუმცა ამის საჭიროება დღესდღეობით არ დგას.

ამავე თემაზე:

“ღორის გრიპთან” დაკავშირებთ თბილისში 5 კლინიკა საგანგებო რეჟიმით მუშაობს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი