ახალი ამბები

თბილისში პაციენტმა ექიმს სცემა – დაშავებულს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა

6 იანვარი, 2019 • 1690
თბილისში პაციენტმა ექიმს სცემა – დაშავებულს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი, რომელსაც პაციენტი ფიზიკურად გაუსწორდა, სტაციონარულ განყოფილებაში რჩება.

როგორც “ნეტგაზეთს” საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ინციდენტი კლინიკურ საავადმყოფოში გუშინ, 5 იანვარს მოხდა. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, პაციენტმა ექიმს ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი სთხოვა, რომელზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ მან ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაშავებულს სახის არეში დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება.

რაც შეეხება პაციენტს, შემთხვევის შემდეგ, ის სამკურნალოდ სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126 – ცემის მუხლით დაიწყო. სამართალდამცავებმა ინციდენტში მონაწილე პირი ადგილზევე გამოავლინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი