ახალი ამბები

პეკინის გამზირზე დაპირისპირების დროს დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

6 იანვარი, 2019 • 1696
პეკინის გამზირზე დაპირისპირების დროს დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, პეკინის გამზირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” რეგიონული ჰოსპიტალის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ჰოსპიტალის ცნობით, ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყიფილებაში რჩება. მეორე  ორი ახალგაზრდა კი, რომელსაც მრავლობითი ექსკორიაციები აღენიშნება, ნევროლოგიურ განყოფილებაში მკურნალობს.

შემთხვევა თბილისში, პეკინის გამზირზე 5 იანვარს მოხდა. ჩხუბისას ორი ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით  დაჭრეს.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახხ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი