ახალი ამბები

“ყაზტრანსგაზ-თბილისმა” კომერციულ აბონენტებს გაზი 86 თეთრამდე გაუძვირა

3 იანვარი, 2019 • 4061
“ყაზტრანსგაზ-თბილისმა” კომერციულ აბონენტებს გაზი 86 თეთრამდე გაუძვირა

“ყაზტრანსგაზ-თბილისმა” იმ აბონენტებს, რომლებიც ბუნებრივ აირს არასაყოფახოვრებო მიზნებით მოიხმარენ, 1 კუბური მეტრი გაზის საფასური 80.5-დან 86 თეთრამდე გაუძვირა.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” თავისი აბონენტებისთვის გაზის გაძვირებას ლარის გაუფასურებას უკავშირებს.

“ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზს ყიდულობს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. აქედან გამომდინარე, დღეისათვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისმა” დაფაროს როგორც მიმდინარე ხარჯები, ასევე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი”, – აცხადებს ბუნებრივი აირის მომწოდებელი კომპანია.

“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცნობით, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი, გაზი გააძვირებს. გაძვირებული ტარიფის გადახდა აბონენტებს 4 თებერვლიდან მოუწევთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი