ახალი ამბები

ხვალ ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა გაიმართება

2 იანვარი, 2019 • 2842
ხვალ ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა გაიმართება

ხვალ, 3 იანვარს საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა გაიმართება.

როგორც “ნეტგაზეთს” “ქართული ოცნების” პრესსამსახურში განუცხადეს, სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

პარტიაში არ აკონკრეტებენ, რა საკითხები განიხილება ხვალინდელ სხდომაზე. ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ კი დღეს, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე ეკა ბესელიას უმრავლესობიდან და პარტიიდან გარიცხვის საკითხი გადაწყდება.

ეკა ბესელია ამ ინფორმაციას “ბოდვას” უწოდებს და ამბობს, რომ ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, 6 იანვარს დაბრუნდება და ყველას საჯაროდ გაესაუბრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი