ახალი ამბები

საბავშვო ბაღში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ბავშვი დაშავდა, დაიწყო გამოძიება

29 დეკემბერი, 2018 • 1989
საბავშვო ბაღში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ბავშვი დაშავდა, დაიწყო გამოძიება

თბილისის 71-ე საბავშვო ბაღში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელი დაშავდა.

ნეტგაზეთს შსს-დან აცნობეს, რომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელს, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო, უკვე გაეწია საავადმყოფოში დახმარება და ამჟამად მკურნალობას სახლში აგრძელებს.

ამ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი