ახალი ამბები

არ მომწონდა მურუსიძის მოსამართლეობა და მით უმეტეს არ მომწონს მისი გამუდმივება – წულუკიანი

28 დეკემბერი, 2018 • 2105
არ მომწონდა მურუსიძის მოსამართლეობა და მით უმეტეს არ მომწონს მისი გამუდმივება – წულუკიანი

სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ განწესებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წლუკიანი, ეხმაურება. მისი განცხადებით, მურუსიძის მოსამართლეობა არც მანამდე მოსწონდა და, “მით უმეტეს, არ მოსწონს მისი გამუდმივება”.

წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის წევრთა უმრავლესობამაც მურუსიძე მოსამართლედ უვადოდ დანიშნა, “დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოა”.

“მან[მურუსიძემ] სრულიად სწორად და მართალი ბრძანა, რომ არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და, მით უმეტეს, არ მომწონს მისი გამუდმივება, თუ ვინმე მეკითხება ჩემს სუბიექტურ, მოქალქისა და მისინისტრის აზრს.

მან  ასევე მართალი ბრძანა, როცა თქვა, რომ ქართული კონეტიტუციური მოდელი გულისხმობს განსხვავებულ პრინციპს, ვიდრე ეს არის ევროპულ ქვეყნებში, ზოგიერთ მათგანში. ჩვენთან იუსტიციის მინისტრი არ არის არავითარ კავშირში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. ეს არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო”, – განაცხადა მან.

იუსტიციის საბჭოში ლევან მურუსიძე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საბჭოს 14 წევრიდან მურუსიძეს მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგ წავიდა, ერთი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ლევან მურუსიძე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს.

მას, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლის ძალითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

მურუსიძე ასევე იყო სულხან მოლაშვილისა და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლეც. მის საქმიანობაზე იხილეთ სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება:

მასალების გადაბეჭდვის წესი