ახალი ამბები

კობახიძე ბესელიას გადადგომის მიზეზზე: ეს დიდწილად არის ჩვენი შიდა სამზარეულო

27 დეკემბერი, 2018 • 1619
კობახიძე ბესელიას გადადგომის მიზეზზე: ეს დიდწილად არის ჩვენი შიდა სამზარეულო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეკა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზი  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ განწესების საკითხი არ ყოფილა.

პარლამენტის თავმჯდომარის  თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი დიდწილად “ქართული ოცნების” შიდა სამზარეულოა:

“დღეს გაკეთდა განცხადება ეკა ბესელიას მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მაშინ, როდესაც მანამდე უკვე გაკეთებული იყო ჩვენი მხრიდან განცხადება იმის თაობაზე, რომ წელს აღარ მიიღებოდა გადაწყვეტილება. ზუსტად ამიტომ არის გაუგებარი ეს კავშირი პროცედურასა და გადადგომას შორის.

გადადგომას რაც შეეხება, არსებობდა კონკრეტული მიზეზები და ეს არ იყო ის, რაც მე ვთქვი. რა იყო მიზეზები, ეს არის დიდწილად ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ” ,- უთხრა კობახიძემ ტელეკომპნია “იმედს”.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” გუნდი მყარია, თუმცა, ვინ იქნება გუდის ნაწილი, იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ “თამაშობს გუნდურ თამაშს”.

ამავე თემაზე: 

ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი