სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000- ლარიანი გირაო შეუფარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან შონიას ბრალი 26 დეკემბერს წარუდგინა. სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის მაისში, შონიას თხოვნით,  მის მიერ მითითებული პიროვნების სახელზე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა მისთვის გადასაცემად.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე სსკ-ის 340-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებას სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. ლევან შონია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ქრთამი არასდროს აუღია.

ლევან შონია პრემიერმა გუბერნატორის თანამდებობიდან 2018 წლის ივლისში გაათავისუფლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.