გადადგომის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე ბესელია დღეს ბრიფიგნს გამართავს

მედიასაშუალებაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი ტოვებენ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ნეტგაზეთი ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშვილს დაუკავშირდა. ეკა ბესელიამ განმარტა, რომ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 14 საათზე, ბრიფინგს გამართავს, ხოლო ზარდიაშვილმა ჩვენს ზარს არ უპასუხა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ზარდიაშვილს წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან